დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტად ჰილარი კლინტონი სურს
დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტად ჰილარი კლინტონი სურს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Foxnews-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, ვისთან სურს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში შერკინება, თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა, რომ პირველი პირობისთვის ნებისმიერ დემოკრატ კანდიდატს შეებრძოლება. მათ შორის კი ჰილარი კლინტონიც არის.
შეგახსენებთ, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ 2021 წელს თეთრ სახლში დემოკრატი პრეზიდენტის მისვლისთვის ყველაფერს გააკეთებს.
2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა 304 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. ჰილარი კლინტონს კი 227-მა დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც ამომრჩევლებში დემოკრატმა კანდიდატმა თითქმის სამი მილიონი მეტი ხმის მოგროვება შეძლო.