დონალდ ტრამპმა ზებგერითი იარაღის შესაქმნელად და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამისთვის 1950 წელს მიღებული კანონი აამოქმედა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზებგერითი იარაღის შესაქმნელად და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამისთვის 1950 წელს მიღებული კანონი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
საუბარია თავდაცვითი წარმოების შესახებ აქტზე, რომლის ამოქმედებითაც ინდუსტრიულ საწარმოო ბაზებს შესაძლებლობა ექნებათ, აწარმოონ მაღალი ტემპერატურული ნარევები ზებგერითი, სტრატეგიული რაკეტებისთვის და კოსმოსური გამშვები სისტემებისთვის, რომლებიც პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული თავდაცვისთვის არსენალისთვის აუცილებელია.