აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი შეცვალა. პოზიციაზე ბრედ პარსკეილს ბილ სტეპენი შეცვლის.
პარსკეილი ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა და ტრამპის თქმით, ის კამპანიის მენეჯერის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს. განცხადება პრეზიდენტმა „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბილ სტეპიენი ტრამპის კამპანიის მენეჯერის პოზიციას დაიკავებს. ბრედ პარსქეილი, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩემ გვერდით არის, ხელმძღვანელობდა ჩვენს ციფრულ და ინფორმაციულ სტრატეგიებს, მთავარი მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს. ორივე მათგანი ჩართული იყო ჩვენს ისტორიულ გამარჯვებაში 2016 წელს და ველოდებით მათთან ერთად მეორედ გამარჯვებას“, – წერს ტრამპი.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ არჩევნებში ბევრად მარტივად მოიგებს.