დონალდ ტრამპმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო მდივნად საკუთარი პირადი ექიმი დანიშნა
დონალდ ტრამპმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო მდივნად საკუთარი პირადი ექიმი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო მდივანი დევიდ შულკინი გაათავისუფლა და მის ადგილას საკუთარი პირადი ექიმი დანიშნა.

დონალდ ტრამპმა დევიდ შულკინს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა და მის ადგილზე ადმირალი რონი ჯექსონი წარადგინა.

როგორც Reuters-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, შულკინი ტრამპის მომავლის შესახებ მისი სპეკულაციების მსხვერპლი გახდა.

დროებით მოვალეობას პენტაგონის წარმომადგენელი რობერტ ვილკი შეასრულებს.

ეს ტრამპის მიერ მისი კაბინეტიდან გათავისუფლებულთა სერიის მორიგი შემთხვევაა. მხოლოდ მიმდინარე თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გერი კონი.