დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის შტატის ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს ზომები სიეტლში დემონსტრანტების მიმართ
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის შტატის ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს ზომები სიეტლში დემონსტრანტების მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონის შტატის ხელისუფლებას აფრთხილებს, მიიღოს ზომები სიეტლში დემონსტრანტების მიმართ. ტრამპის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მიიღებს ფედერალურ ზომებს.

ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში განაცხადა.

„დაიბრუნეთ ქალაქი ახლავე. თუ ამას არ იზამთ, მე გავაკეთებ. ეს თამაში არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ტრამპმა კიდევ ერთი პოსტი დაამატა, სადაც წერს, რომ „ადგილობრივმა ტერორისტებმა სიეტლი აიღეს, რომელსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ.“

რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიეტლის კაპიტოლიუმის შენობის სიახლოვეს ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია დაიკავეს.