დონალდ ტრამპმა სირიაში ჯარების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
დონალდ ტრამპმა სირიაში ჯარების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ჯარების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC News-თან საუბრისას განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპმა სირიაში გრძელვადიანი მისიის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებმა და მათ შორის თავდაცვის მინისტრმა ტრამპი დაარწმუნეს, რომ სირიიდან სრული გამოსვლა ყველა მიღწევას რისკის ქვეშ აყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ სირიის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა რეგიონულმა ქვეყნებმა და გაერო-მ უნდა გააძლიერონ.

3 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლე დროში ამერიკელი სამხედროები სირიას დატოვებდნენ.