დონალდ ტრამპმა საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეები ვაჭრობაში ხშირად მტრებზე უარესები არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საპასუხო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოკავშირეები ხშირად „მტრებზე უარესები არიან“ ვაჭრობაში.
„ჩვენ გვინდა თანაბარი სათამაშო მოედანი. სამართლიანობის მიზნით გადავწყვიტე, რომ საპასუხო ტარიფი დავაწესო. ეს ყველასთვის სამართლიანია. არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია, ჰქონდეს პრეტენზია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, გადასახადები მორგებული იქნება აშშ-ის თითოეულ სავაჭრო პარტნიორზე.