დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შეფი მაიკ პომპეო დაიკავებს.
ამ განცხადებას დონალდ ტრამპი სოციალ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მაიკ პომპეო ფანტასტიურ სამუშაოს შეასრულებს.
დონალდ ტრამპი მადლობას უხდის რექს ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის. მაიკ პომპეოს ადგილს კი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში ჯინა ჰესპელი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება.
რექს ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტში გადაუდებელი საქმეების გამო ორშაბათს აფრიკული ტურნე შეწყვიტა.