დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლების განკარგულება გასცა
დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლების განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის რენდოლფ ალესის სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი ნიუსი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მაიკ მალვენიმ უკვე აცნობა ალესს ტრამპის გადაწყვეტილება.

ერთი დღის წინ დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი. როგორც „ეი-ბი-სი ნიუსი“ იუწყება, უახლოეს მომავალში თანამდებობას ასევე დატოვებს აშშ-ის იმიგრაციული სამსახურის დირექტორი ფრენსის სისნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კირსტენ ნილსენთან უთანხმოება ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს და ჯონ ბოლტონმა დონალდ ტრამპს ნილსენის თანამდებობიდან წასვლა ურჩია.