დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.
რესპუბლიკელთა ყრილობის ბოლო დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში გამოვიდა სიტყვით. ის შვილმა ივანკა ტრამპმა წარადგინა.
„პრეზიდენტობის ახალ ვადაში ჩვენ კვლავ ავაშენებთ ისტორიაში უდიდეს ეკონომიკას, დავუბრუნდებით სრულ დასაქმებულობას, გავზრდით შემოსავალს და რეკორდულ კეთილდღეობას. ჩვენ დავიცავთ ამერიკას ყველა საფრთხის წინაშე.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამერიკა არ არის სიბნელეში ჩაძირული მიწა, ამერიკა არის ჩირაღდანი, რომელიც მთელ მსოფლიოს ანათებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას 1500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.