დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს რეგვენი და ზარმაცი უწოდა
დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს რეგვენი და ზარმაცი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს რეგვენი და ზარმაცი უწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ს გვერდზე დაწერა.

„მაიკ პომპეო, დიდ საქმე აკეთებს. ვამაყობ ამით. მისი წინამორბედს კი არ ჰქონდა შესაბამისი მენტალური შესაძლებლობები. ის რეგვენი იყო და მისი მოშორება დროულად ვერ შევძელი. ის ძალიან ზარმაცი იყო”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჰიუსტონში საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დროს მან არაერთხელ უთხრა დონალდ ტრამპს, რომ ზოგიერთი მისი მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი, რადგან ეს კანონს და საერთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტი საკმაოდ არადისციპლინრებულია, არ უყვარს კითხვა. არ კითხულობს ანგარიშებს და დეტალების გარკვევა არ მოსწონს, ამის ნაცვლად ხშირად ამბობს -„ეს არის ის, რისიც მე მჯერა“ – განაცხადა რექს ტილერსონმა ჰიუსტონში სიტყვით გამოსვლისას.