დონალდ ტრამპმა პიტსბურგის სინაგოგაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში იმ სინაგოგაში მივიდნენ, რომელზეც 27 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა. დონალდ ტრამპს მეუღლესთან ერთად, შვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯარედ კუშნერი ახლდნენ.
მათ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი პიტსბურგში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
თავდასხმა პიტსბურგში 27 ოქტომბერს განხორციელდა. 46 წლის რობერტ ბოუერსი სინაგოგაში შეიჭრა და 11 ადამიანი მოკლა.
თავდამსხმელი, რომელიც სამართალდამცველთან ორმხრივი სროლისას დაიჭრა, პოლიციას ჩაბარდა. ამერიკული მედიის ცნობით, ის ანტისემიტური შეხედულებებით გამოირჩეოდა.