დონალდ ტრამპმა პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს გადასცა
დონალდ ტრამპმა პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს გადასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა. მისივე თქმით, ამით დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

ტრამპის ქონების ოდენობა დაზუსტებულად არავინ იცის, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მილიარდერია. პრეზიდენტად არჩევამდე ტრამპი ბიზნესმენი და შოუმენი იყო. ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მისი ქონება 10 მილიარდს აღემატებოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წლიურად 400 ათასი დოლარია. მის უსაფრთხოებასა და მგზავრობაზე, მათ შორის შვებულებაზე, წელიწადში ათობით მილიონი დოლარი იხარჯება. მას ასევე შეუძლია განკარგოს წელიწადში 50 ათასი დოლარი პირადი საჭიროებისთვის, 19 ათასი დოლარი გართობისთვის, 100 ათასი დოლარი კი მოგზაურობისთვის.