დონალდ ტრამპმა პარიზში ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
დონალდ ტრამპმა პარიზში ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ლიდერებს შორის აუდიენცია ჯერ ორგანიზებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ნოემბერში პარიზში შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს.
11 ნოემბერს, პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. სწორედ მის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ.