დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერის პოსტზე არჩევა მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სომხეთის მთავრობის მეთაურს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამერიკის სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა.
„ველოდები შესაძლებლობას, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებისთვის, მათ შორის სავაჭრო კავშირების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით. შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკური პარტიების ერთიანობა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ამას და სომხეთის ნათელ მომავალს“, – წერია 14 მაისით დათარიღებულ წერილში.