დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, წევრი სახელმწიფოები ისევ გააკრიტიკა
ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს .
„ამერიკა ალიანსში იმაზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა , რომ ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს. მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. გერმანია 1 პროცენტს იხდის, ამერიკის შეერთებული შტატები კი 4 -ს“,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა წევრი სახელმწიფოს პირველი პირი მიიღებს.