დონალდ ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მსოფლიო ლიდერებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.
დონალდ ტრამპის თქმით, ნარკოტიკული საშუალებებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამერიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
„თუ ერთად გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. 2018 წლის ნარკოტიკების შესახებ ანგარიშის მიხედვით, კოკაინისა და ოპიუმის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2000-დან 2015 წლებში ნარკოტიკების გამო სიკვდილიანობა 60 პროცენტით არის გაზრდილი. როგორც ვიცით, უკანონო ნარკოტიკები დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან, არაკანონიერ ფინანსურ ნაკადთან, კორუფციასთან და ტერორიზმთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრესიულ ზომებს ვატარებთ, ვიცავთ საზღვრის უსაფრთხოებას, მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობის აღსრულებას, ოპიოიდების კრიზის დასაძლევად რეკორდული რაოდენობით ვაფინანსებთ და ხელს ვუწყობთ მკურნალობასა და რეაბილიტაციას”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.
გაერო-ს 129 წვერმა სახელმწიფო ხელი მოაწერა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ამ საკითხში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.