დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დევიდ მელპასის კანდიდატურა წარადგინა
დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დევიდ მელპასის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე აშშ-ის სახაზინო მდივნის მოადგილის დევიდ მელპასის კანდიდატურა წარადგინა. 

ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა მელპასს „პატივცემული და ბრწყინვალე“ ადამიანი უწოდა.

დევიდ მელპასი 2016 წელს საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის კონსულტანტი იყო. ამერიკული მედიის ცნობით, 62 წლის ეკონომისტი ცნობილია, როგორც მსოფლიო ბანკის მწვავე კრიტიკოსი. კერძოდ, მელპასს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მსოფლიო ბანკი ჩინეთისთვის ზედმეტად დიდ კრედიტებს გასცემს. 2017 წელს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბევრ ფულს ხარჯავენ, თუმცა ძალიან ეფექტიანად არ მუშაობენ, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის პრაქტიკა კორუმპირებულია.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ჯიმ იონ კიმმა იანვარში საკუთარი სურვილით პირველი თებერვლიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ჯიმ იონ კინს აღნიშნულ პოსტზე ვადა 2022 წელს ეწურებოდა.

ახალი პრეზიდენტის  კანდიდატურა მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. არჩევნების ოფიციალური პროცედურა 7 თებერვლიდან დაიწყება.