დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა
დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა

​აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შემდეგ პირველად, მხარდამჭერებს თეთრი სახლიდან მიმართა.

თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს აშშ-ის პრეზიდენტმა აივნიდან მიმართა.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას 3 ნოემბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის საავადმყოფოდან სამი დღის წინ გაწერეს. „როიტერი“ წერს, რომ თეთრი სახლი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, ბოლოს როდის მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა უარყოფითი პასუხი „კოვიდ-19“-ის ტესტზე.