დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი მრჩეველი შეიწყალა
დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი მრჩეველი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი მრჩეველი შეიწყალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ მსჯავრდებულები.

„როიტერი“ წერს, რომ 23 დეკემბერს საერთო ჯამში დონალდ ტრამპმა 29 პირი შეიწყალა.