დონალდ ტრამპმა მიგრანტების დასაცავად შექმნილი პროგრამის გაუქმება დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილების ფარგლებში მიგრანტების დეპორტაციისგან დამცავი პროგრამა შეაჩერა. მან ლიბერიის 3500 მოქალაქეს მოუწოდა, დატოვონ ამერიკის შეერთებული შტატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ელოდებათ.
აშშ-ის სახელმწიფო პროგრამა DED (Deferred Enforced Departure) ემიგრანტებისთვის 2007 წელს ამოქმედდა, რომელიც მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს დეპორტაციისგან იცავს. დონალდ ტრამპის ინიციატივას, გაუქმდეს ზემოთ ხსენებული პროგრამა, უფლებადამცველების ნაწილი უარყოფითად აფასებს.
ლიბერია აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც ჯანდაცვის სისტემა მოშლილია, ადამიანის უფლებები კი დაუცველი.
პროგრამა 2018 წლის 31 მარტს გაუქმდება, რის შემდეგაც ლიბერიის მოქალაქეების დეპორტაცია ეტაპობრივად დაიწყება. პროგრამის გაუქმების შემდეგ დეპორტაცია ემუქრებათ ჰაიტის, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნის, 262 ათას მოქალაქეს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები არიან, ასევე 5,300 ნიკარაგუელს და სუდანის 1000-მდე მოქალაქეს.