აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე, კედელზე თავისი ავტოგრაფი დატოვა.
აშშ-მექსიკის საზღვარზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მესაზღვრეებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი ინიციატივით სწორედ ისეთი კედელი აშენდა, როგორიც მათ სურდათ.
მან ასევე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება აქამდე არნახული თავდასხმის ქვეშაა.
მისი თქმით, კონსტიტუციის 25-ე შესწორება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„25-ე შესწორება ჩემთვის ნული რისკია, თუმცა დაბრუნდება, რომ განდევნოს ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა იმპიჩმენტს თაღლითობა დ ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.
„ახლა დროა, ჩვენი ერის გამოჯანმრთელების. მშვიდობისა და სიმშვიდის დროა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.