დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლოს შენობა დატოვა. „ბიბისის“ ცნობით, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს შენობაში დაახლოებით 57 წუთი დაჰყო.
როგორც ვარაუდობენ, დღეს ტრამპი ფლორიდაში დაბრუნებას აპირებს, სადაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს 34 სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის გაყალბებისთვის.
თავად დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.