მაიამის სასამართლო სხდომა დასრულებულია, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა და აეროპორტისკენ მიემართება, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა მოისმინა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და 37 პუნქტიდან თითოეულში თავი უდანაშაულოდ ცნო.
როგორც მედია წერს, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპის ვრცელი ავტოკოლონა აეროპორტისკენ გაემართა. ტრამპი ნიუ ჯერსიში დაბრუნებას გეგმავს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი კაფე „ვერსალში“ გაჩერდა, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა, რომლებმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს. ტრამპი ხვალ 77 წლის გახდება.