დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ინდაური შეიწყალა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანი ტრამპმა ინდაური სახელად „კორნი” (სიმინდი) შეიწყალეს. ინდაურის შეწყალება აშშ-ში მადლიერების დღესთან დაკავშირებული ტრადიციაა.

ცერემონია ტრადიციულად თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსა და მეცნიერებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა „შეინარჩუნონ ამერიკის უსაფრთხოება და ამერიკის სიდიადე”.

ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ ცერემონიისთვის ორი ინდაური „კორნი” და „კობი” წარადგინა. მადლიერების დღის ინდაურად ონლაინ ხმის მიცემის შედეგად „კორნი” დასახელდა, თუმცა ორივე ფრინველს გაგზავნიან აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ისინი სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებენ.