აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტესტის ჯერ შედეგები მისთვის უცნობია.
ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათთან შეხვედრამდე სიცხე გაიზომა და „ყველაფერი ნორმალურადაა“.
მანამდე თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპს ორ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა პრეზიდენტის ინფიცირების შანსი დაბალია.
როგორც ცნობილია, ბრაზალიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც თეთრ სახლში გასულ კვირას იმყოფებოდა და დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. ამერიკული მედია ამტკიცებს, რომ ამავე ვახშამზე კიდევ ერთი ინფიცირებული იმყოფებოდა.