დონალდ ტრამპმა კონკურენტ პოლიტიკოს ბეტო ორუქლზე განაცხადა, რომ ის „ძაღლივით წავიდა“
დონალდ ტრამპმა კონკურენტ პოლიტიკოს ბეტო ორუქლზე განაცხადა, რომ ის „ძაღლივით წავიდა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონკურენტ პოლიტიკოსზე განაცხადა, რომ ის „ძაღლივით წავიდა“. ტრამპმა მისისიპიში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ოპონენტ პოლიტიკოს, ბეტო ორუქლზე ისაუბრა და მისი მარათონიდან გამოთიშვა ზემოთ აღნიშნული სიტყვებით დაახასიათა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კონკურენტი პოლიტიკოსი დაახასიათა, როგორც „საწყალი, პათეტიკური ბიჭი.“

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბეტო ორუქლმა საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შესახებ განაცხადა. ტეხასელი დემოკრატი კანდიდატი დონალდ ტრამპის აქტიური კრიტიკოსი იყო. პოლიტიკოსი მშობლიურ ქალაქ ელ პასოში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა. ტრაგიკულ თავდასხმას ბეტო ორუქლი დონალდ ტრამპის ანტიიმიგრაციული რიტორიკის შედეგს უწოდებდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა სიტყვა „ძაღლი“ „ისალამური სახელმწიფოს“ ლიდერზე საუბრის დროს გამოიყენა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, „ბაღდადი ძაღლივით მოკვდა“.