აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გაავრცელა.
როგორც სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა ჩან ი იონგმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა მას სთხოვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის მისი სახელით დაბადების დღე მიელოცათ და ფხენიანში ტრამპის ეს გზავნილი უკვე მიიღეს.
როგორც არაოფიციალურად არის ცნობილი, კიმ ჩენ ინს დაბადების დღე 8 იანვარს აქვს და ის 36 წლის გახდა.