დონალდ ტრამპმა ხელფასის ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა
დონალდ ტრამპმა ხელფასის ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი ავრცელებს.
მისი თქმით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშზე დარიცხული ხელფასი – 100 000 დოლარი კორონავირუსთან ბრძოლაში დაიხარჯება.
„ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებას გრიშემმა თან დაურთო ჩეკიც, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის სახელზეა გამოწერილი.