დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ხანძარში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ხანძარში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ მირკობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ყოველწლიურად შტატი მილიარდობით დოლარს იღებს, თუმცა ცუდი მართვის შედეგად ხალხი მაინც იღუპება.
„კალიფორნიის მასშტაბური ხანძრის ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ძალიან დიდი ზარალი მოაქვს და ხალხი იღუპება, სატყეო სფეროს ცუდი მართვაა. ყოველწლიურად შტატი მილიარდობით დოლარს იღებს, თუმცა ადამიანები მაინც იღუპებიან. ეს ყველაფერი კი სატყეო სფეროს არასათანადო მართვის გამო ხდება. მოაგვარეთ პრობლემა დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთვევაში ფედერალური დახმარება აღარ იქნება”, – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.
კალიფორნიის შტატში ხანძარმა ცხრა ადამიანი შეიწირა. სტიქიის ზონიდან 150 ათასი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ტყის ხანძარმა 7 ათასზე მეტი შენობა გაანადგურა.