ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯ ბუშ უმცროსი გააკრიტიკა.
საქმე ეხება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ მიმართვას, რომელშიც ბუშ უმცროსი კორონავირუსის დროს პოლიტიკოსებს პარტიული ინტერესების დროებით გვერდზე გადადებისკენ და ამერიკელების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჯორჯ ბუშ უმცროსს უსაყვედურა იმის გამო, რომ ბუში დემოკრატების მიერ წამოწყებული ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დროს არ აქტიურობდა.
„როდესაც საქმე ეხებოდა ისტორიაში უდიდეს თაღლითობას, ბუშს ვერსად იპოვიდით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.