დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა.
„ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი საარჩევნო კამპანიის დროს თავის პროგრამას ძირითადად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ შეხედულებებზე აფუძნებდა.