დონალდ ტრამპმა ისრაელი და ირანი შეადარა ბავშვებს, რომლებიც სკოლის ეზოში ჩხუბობენ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ისრაელი და ირანი შეადარა ბავშვებს, რომლებიც სკოლის ეზოში ჩხუბობენ.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ მათ ეს პროცესი უნდა დაასრულონ. წარმოიდგინეთ ეს, როგორც ორი ბავშვის ჩხუბი სკოლის ეზოში. ზოგჯერ უბრალოდ უნდა მისცე მათ საშუალება, ცოტა ხანს იჩხუბონ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართული პრესკონფერენციის დროს.
ამასთან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მიმდინარე ომი „საშინელ“ მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იქნებოდა.
„ასე ცხოვრება არავის უნდა უწევდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ჩართული ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის საკითხში“, – განაცხადა ტრამპმა.