აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი უწოდა.
„ირანის ქმედებებმა საშუალება მისცა „ჰეზბოლასა“ და „ჰამასს“, ასევე სხვა ტერორისტებს, შეექმნათ ქაოსი და დაეხოცათ უდანაშაულო ადამიანები“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანმა დააფინანსა, შეაიარაღა და მოამზადა 100 ათასზე მეტი მებრძოლი, რომ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით გამანადგურებელი მოქმედებები გაევრცელებინა.