დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა. ამის შესახებ საუბარია ტრამპის წერილში, რომლის ადრესატიც კონგრესია.
„ირანთან ჩვენი ურთიერთობები ჯერ ნორმალიზებული არ არის”, – აღნიშნულია წერილში.
ირანის წინააღმდეგ სანქციები 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დააწესა, მას შემდეგ რაც, ამბოხებულებმა თეირანში აშშ-ის საელჩო დაიპყრეს.