დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, გრენლანდიის შეძენა უძრავი ქონების მსხვილ გარიგებას ჰგავს.

„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. გაჩნდა ასეთი იდეა და მე ვთქვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ის საინტერესოა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-მა გრენლანდია ერთ-ერთ საკუთარ რეგიონში გაცვალოს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ბევრი ვარიანტი არსებობს“. მისივე თქმით, გრენლანდია დანიას წელიწადში 700 მილიონი დოლარი უჯდება.

გასულ კვირას, „ვოლ სთრით ჯოურნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს დანიისგან გრენლანდიის შეძენის სურვილი აქვს, რადგან დაინტერესებულია გრენლანდიის ბუნებრივ რესურსებითა და სტრატეგიული მდებარეობით.

დანიის პრემიერ მინისტრმა ტრამპის ამ სურვილს „აბსურდი“ უწოდა.

„გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია არის დანიური. გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის“, – განაცხადა მეტე ფრედრიკსენმა.