დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ ისრაელს ტრამპზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია.
პრესკონფერენციის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ისურვებდა თუ არა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერის პოსტი ისევ დაიკავოს, რაზეც ტრამპის პასუხი იყო – „ დიახ“.
ისრაელში არჩევნები 19 აპრილსაა დაგეგმილი. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს ბენიამინ ნეთანიაჰუ.