დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰელსინკიში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰელსინკიში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ჰელსინკიში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მათ სურდათ, რომ ორთაბრძოლა ენახათ. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ვისაუბრეთ უკრაინაზე, სირიაზე, ისრაელზე. თუმცა მათ თქვეს, რომ ეს შეხვედრა საშინელება იყო“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ფინეთში ერთმანეთს, 16 ივლისს შეხვდნენ. ისინი დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ.