დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსით შესაძლოა, 100 000 ადამიანი დაიღუპოს
აშშ-ში კორონავირუსით შესაძლოა, 100 000 ადამიანი დაიღუპოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპი უარყოფს მოსაზრებას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ზედმეტად ნელა იმოქმედა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ აღნიშნა, ჩინეთმა ვირუსი გავრცელების პრევენცია ვერ მოახერხა.
„მე ვფიქრობ, მათ საშინელი შეცდომა დაუშვეს და მათ ამის აღიარება არ სურთ. ჩვენ გვსურდა შიგნით შესვლა, მაგრამ მათ არ სურთ, რომ ჩვენ იქ მივიდეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ბიბისი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ბრალდება გაისმა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიმართ, რომ სპეცსამსახურებმა 23 იანვრამდე კორონავირუსის აფეთქებაზე განგაში არ ატეხეს. მანამდე, ტელეკომპანია „სიენენმა“ და „ეიბისიმ“ თქვეს, რომ პრეზიდენტის დაზვერვის ბრიფინგებში კორონავირუსი უკვე 3 იანვარს იყო ნახსენები.