დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10%-იანი ტარიფები დააწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10%-იანი ტარიფები დააწესა. შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ამ ეტაპზე, დამატებითი გადასახადი მხოლოდ კანადასა და მექსიკას არ შეეხება.
„უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ფოლადისა და ალუმინის ჩვენი მრეწველობა, ამავდროულად, გამოვიჩინოთ მოქნილობა და ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ნამდვილად ჩვენი მეგობარია ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში“, – აცხადებს დონალდ ტრმაპი.
ასევე, დოკუმენტი პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს იმპორტის მოცულობაში კორექტირება შეიტანოს.
„თუ გადასახადების გადახდა არ გსურთ, გადმოიტანეთ თქვენი ქარხნები ამერიკაში“, – სთავაზობს დონალდ ტრამპი ალუმინისა და ფოლადის მწარმოებელ უცხოურ კომპანიებს.
დოკუმენტი ძალაში 15 დღეში შევა.