დონალდ ტრამპმა FBI-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანოს საქმის გამოძიება დაავალა
დონალდ ტრამპმა FBI-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანოს საქმის გამოძიება დაავალა

დონალდ ტრამპმა FBI-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანოს საქმის გამოძიება დაავალა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, გამოძიების ფედერალური ბიურო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ისტორიას ერთი კვირის განმავლობაში დეტალურად შეისწავლის, რის შემდეგაც საკუთარ დასკვნას წარადგენს.

დონალდ ტრამპმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ბრეტ კავანო აგვისტოში წარადგინა. მას შემდეგ, რამდენიმე ქალმა კავანო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბრალმდებლების თქმით, ყველა შემთხვევა 1980-იან წლებში მოხდა.

თავად ბრეტ კავანო ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სკანდალის აგორების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარი კანდიდატის პოზიციას იზიარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, შესაძლოა, მან აზრი შეიცვალოს. სწორედ ამ დღეს სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე ერთ-ერთი ბრალმდებელი და თავად ბრეტ კავანოც წარდგნენ.