დონალდ ტრამპმა ევროკავშირს ვაჭრობის ჭრილში პატარა ჩინეთი უწოდა 
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს ვაჭრობის ჭრილში პატარა ჩინეთი უწოდა 

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვაჭრობის ჭრილში ევროკავშირს პატარა ჩინეთი უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ევროკავშირთან აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ ყიდულობს აშშ-ის ავტომობილებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

„ჩვენ გვაქვს 312 მილიარდი დოლარის დეფიციტი ევროკავშირთან ვაჭრობაში. იცით, ევროკავშირი არის პატარა, თუმცა არც ისე პატარაა – ეს მინი ჩინეთია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 20-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას ყველა ქვეყნიდან ყველა საქონელზე, განსაკუთრებით მაღალი, 60-პროცენტიანი განაკვეთით – ჩინურ იმპორტზე.