აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომუნიკაციის ყველაზე აქტიურ საშუალებად მიკრობლოგ „ტვიტერს“ იყენებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გაპრეზიდენტების შემდეგ, ტრამპმა 2, 593 პოსტი დაწერა, მათგან 103 მედიას ეძღვნებოდა, 105 კი – რუსეთს. ერთი წლის განმავლობაში, მან ჰილარი კლინტონს 37-ჯერ უწოდა თაღლითი. საპრეზიდენტო სლოგანი – „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ კი 105-ჯერ გამოიყენა.
ტრამპმა რამდენიმე ადამიანს ზედმეტსახელი შეარქვა. მაგალითად, ჰილარი კლინტონს „თაღლითი ჰილარი“ უწოდა, სტივ ბენონს „გაიძვერა სტივი“, კიმ ჩენ ინს კი – „რაკეტის კაცი“. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტების 40 პროცენტი დილის 6-დან 10-საათამდე წერს.