დონალდ ტრამპმა დაზვერვის სამსახურის გენერალური ინსპექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა დაზვერვის სამსახურის გენერალური ინსპექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაზვერვის სამსახურის გენერალური ინსპექტორი, მაიკლ ატკინსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი გასულ წელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოძიებაში მონაწილეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს წერილით აცნობა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს სრული ნდობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გენერალური ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს“, – ნათქვამია ტრამპის წერილში.

დაზვერვის სამსახურში გენერალური ინსპექტორის თანამდებობას ტომას მონჰეიმი დაიკავებს. გამოძიების დროს, ატკინსონი შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ ტრამპი ქმნიდა სერიოზულ რისკ-ფაქტორებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და კონტრდაზვერვისთვის, როდესაც ზემოქმედება მოახდინა უკრაინის პრეზიდენტზე, რათა გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენზე და მის შვილზე.