დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განიხილეს
დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განიხილეს. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთმანეთს ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. ბრექსითის შემდეგ, აშშ-ი და გაერთიანებული სამეფო ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ.
“ლიდერები თანხმდებიან ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. მათივე თქმით ბრექსითის შემდეგ აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს ამბიციური და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა მიეცემათ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.