დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰააგაში შეხვედრისას რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე ორხმრივი ურთიერთობები განიხილეს
ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შედგა.
მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე ორხმრივი ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტი მიესალმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ამასთან, ერდოღანის თქმით, აუცილებელია მდგრადი მშვიდობა, ღაზაში მიმდინარე კრიზისის დასრულება, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა აშშ-თან თანამშრომლობის პოტენციალს, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და თავდაცვით საკითხებში.