დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს
დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს.
დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის მომავალი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ სიტუაციას შეადარა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
ტრამპის განცხადებით, ლონდონსა და დუბლინს შორის საზღვრის საკითხზე დავა უახლოეს ხანში გადაწყდება.
„ვფიქრობ, რომ თქვენს კედელთან და თქვენს საზღვართან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპის ამ განცხადების საპასუხოდ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საზღვარი არის ის, რისი თავიდან არიდება ლონდონსა და დუბლინშიც სურთ.
როგორც ლეო ვარადკარმა მოგვიანებით განაცხადა, პირისპირ შეხვედრის დროს ტრამპმა ის დაარწმუნა, რომ ორ ირლანდიას შორის საზღვრის ღიაობას მხარს უჭერს.