დონალდ ტრამპმა ჩინეთში მცხოვრები უიღურების უფლებების დაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში უიღურების უფლებების დაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კანონპროექტი გასულ თვეს კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.
დოკუმენტი გმობს ადამიანის უფლებების დარღვევას ეთნიკურად უმცირესობაში მყოფ მუსლიმ ჯგუფებში, რომლებიც ჩინეთში, სინძიანის რეგიონში ცხოვრობენ.