დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ მიკრობლოგთვითერის“ პირად გვერდზე დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრექსითის“ შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების მიღწევა შეეძლებათ.

დონალდ ტრამპის განმარტებით, ეს შეთანხმება შესაძლოა იყოს გაცილებით მასშტაბური და სარფიანი, ვიდრე ევროკავშირთან მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება.

12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში გამარჯვება პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონის პარტიამ მოიპოვა. 650 საარჩევნო ოლქიდან 605-ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 362 მანდატი მიიღო. მათმა მთავარმა კონკურენტმა, „ლეიბორისტთა პარტიამ“ კი მხოლოდ 199 სავარძელი დაიკავა.