დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონი 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონი არჩევნების შემდეგ მისი გამარჯვების შემდეგ მიიწვია. ვიზიტის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ბრიტანულ მედიას თეთრ სახლში არსებულმა წყარომ განუცხადა, ვიზიტი შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში შედგეს. თუმცა გავრცელებული ცნობით, ბორის ჯონსონს სურს, რომ ვაშინგტონში 31 იანვარს დანიშნული ბრექსიტისა და თებერვალში მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შემდეგ გაემგზავროს.
ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდგომ ლონდონსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.